18 ივნისი 2026,   20:32
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეტლინ დეპურტერთან და ქვედა პალატის წევრ ვერნერ ზომერსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სრულფასოვანი დიალოგის აუცილებლობას.

დღის ამბები