18 ივნისი 2026,   19:50
ვრცლად
პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსებზე რეგისტრაცია იწყება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მოქალაქეებს ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ კურსებს 38 მიმართულებით სთავაზობს

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში ყველაზე მოთხოვნად, მოკლევადიან კურსებზე რეგისტრაცია იწყება. მოქალაქეები სწავლებას სრულიად უფასოდ, ესთეტიკისა და კულინარიის მიმართულებით გაივლიან. დასაქმებულები ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ პროგრამა მათ პროფესიულ უნარებს ავითარებს.

პროგრამა დედაქალაქთან ერთად, საქართველოს დიდ რეგიონებსაც მოიცავს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს მიმართონ, გაიარონ კონსულტაცია და დარეგისტრირდნენ. პროგრამაში 16 პროფესიული კოლეჯია ჩართული, ხელმისაწვდომია 38 მოკლევადიანი კურსი.

დასაქმებისას უპირატესობა მოწყვლად ჯგუფებს ენიჭებათ. პროგრამა მათთვის ახალი შესაძლებლობაა, დაეუფლონ პროფესიას, გაიარონ უფასო კურსები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში სააგენტომ 150-მდე პროფესიული კურსი დააფინანსა, დასაქმდა 4 000-მდე მსურველი.

რეგისტრაცია 22-დან 26 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების წარდგენა 16 წელს ზემოთ მსურველებს შეეძლებათ. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო სერტიფიკატები გადაეცემათ.

დღის ამბები