18 ივნისი 2026,   21:35
ვრცლად
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების ხელმოწერისთვის შვეიცარიაში წასვლას გეგმავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების პირადად ხელმოწერისთვის ის შვეიცარიაში გამგზავრებას გეგმავს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.

"ჩვენი გეგმაა შვეიცარიაში წასვლა, თუმცა ზუსტად არ ვიცი როდის" - აცხადებს ვენსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად ტექნიკური მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას დაიწყება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ​მა ისიც თქვა, რომ ის აშშ-ის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, გეგმავს.

დღის ამბები