19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
რამდენ ხანს იცავს იმუნიტეტი COVID-გადატანილ პაციენტს მეორედ ინფიცირებისგან - საქართველოში რეინფიცირების ათობით შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

რატომ ვერ დაიცვა თბილისის ერთ-ერთმა კლინიკამ კორონავირუსისგან, ის პაციენტები, რომლებიც საავადმყოფოში სულ სხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიკოსი ვირუსით მეორედ დაინფიცირდა, COVID-19 ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრში ისე გავრცელდა, რომ ერთდროულად 47 ადამიანს გადაედო. კლინიკამ კი პაციენტების მიღება მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "კურიერთან" ერთ-ერთი ექიმი თავად ყვება. ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პერსონალს სიმპტომები გამოვლინდა.

საქართველოში რეინფიცირების უკვე ათობით შესაძლო შემთხვევას იკვლევენ. განმეორებითი პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს, თუ არა ვირუსის ახალ შტამთან დაკავშირებული, ამაზე სპეციალისტებს პასუხი არ აქვთ. რამდენ ხანს დაიცავს COVID-19 გადატანილ პაციენტს საკუთარი იმუნური სისტემა - ბოლო დღეების პრაქტიკიდან გამომდინარე ექიმები ამ საკითხზე საუბრისას აღარც კონკრეტულ ციფრებს ასახელებენ.

სტატისტიკა, თუ რამდენი რეინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანას არ აქვს. იქიდან, გამომდინარე, რომ საკითხის მონიტორინგის სისტემა საქართველოში არ არსებობს, მედიკოსებს კონკრეტულ ციფრებზე საუბარი უჭირთ. ამავე მიზეზით ვერ ზუსტდება, კორონავირუსისის ხელმეორედ, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის რეალური ფაქტორი - დადებითი შედეგები გამოწვეულია ხელახალი ინფიცირებით, თუ ვირუსი ორგანიზმში უბრალოდ მიძინებული იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები