ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ COVAX პლატფორმის გარდა, სხვა მწარმოებლებთანაც მიდის მოლაპარაკებები, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი ვაქცინის დოზები აქვს დაჯავშნილი.
"რაც შეეხება იმას, ვესაუბრებოდით თუ არა მწარმოებლებს პირდაპირ, ჩვენ ვესაუბრებოდით და დღესაც ვესაუბრებით მათ.
სწორედ ეს არის იმის გარანტი, რომ კოვაქსის მიღმა, სადაც ჩვენი მოსახლეობის 20% -ის ვაქცინაციის დოზები დაჯავშნილი გვაქვს, ამას გარდა, გვაქვს მოლაპარაკებები, რომელიც საკმაოდ წინწასული მოლაპარაკებებია, ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც აკრედიტირებულია. ამ პლატფორმებზე დაჯავშნილი გვაქვს 150 000 დოზა, 100 000 დოზა, 500 00 დოზა და მილიონი დოზა ჩვენი მოსახლეობისთვის.
აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როდესაც ხშირად გვახსენებენ, რომ თურმე ექიმები გვყავს აუცრელი, პირველ რიგში, ექიმების კეთილდღეობას ჯანდაცვის მინისტრი განიცდის და ექიმებზე ზრუნვა ჩემი პასუხისმგებლობაა და ამას მე, არ გავურბივარ,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.