27 აპრილი 2024,   04:03
ვრცლად
რა რისკის წინაშე გვაყენებს კორონავირუსის ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, კორონავირუსის ბრიტანული შტამი რისკს წარმოადგენს, რადგან უფრო სწრაფად ვრცელდება.

"საქართველოში დაადგინეს სამი ბრიტანული შტამი, ის 31 ადამიანი, ვინც ამ სამთან იყო კონტაქტში, ჩაითვალა, რომ მათაც ჰქონდათ კოვიდი. რაიმე განსაკუთრებული დამძიმება ამას არ მოჰყოლია, აქ ერთი რისკია - მეტად გადამდებია ახალი შტამი,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანული შტამის დამახასიათებელი თვისებაა სწრაფად გავრცელება.

დღის ამბები