09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
პოლონეთში ნატომ საზღვაო წვრთნები დაიწყო

პოლონეთში სწრაფი რეაგირების ძალების შემდეგ ნატომ საზღვაო წვრთნები დაიწყო. სწავლებებში, რომელიც ბალტიის ზღვაში მიმდინარეობს, 5 ათასი ჯარისკაცი, 50 სამხედრო გემი და 60 მოიერიშე მონაწილეობს. წვრთნის მიზანი სანაპიროზე საზღვაო ქვეითი ქვედანაყოფების გადასხმაში ვარჯიშია.

სწავლებებში ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა პარტნიორი სახელმწიფოებიც მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოც.

დღის ამბები