06 მაისი 2024,   15:33
ვრცლად
მოვაჭრეების პროტესტი ქუთაისში - აქციის მონაწილეები გადასახადის გაძვირებას აპროტესტებენ

ქუთაისის მერიასთან ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს.

მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი 10 ლარით გაზარდა და იძულებული გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ. მოვაჭრეების თქმით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან. მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.  

ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა. 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოვაჭრეებს ავტომობილების გაყვანას სთხოვენ.

დღის ამბები