06 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
თოვლი, ნისლი, ქარბუქი - ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, 12 მარტს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება. 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.

დღის ამბები