26 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია დასრულდა - მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომდევნო აქციას თბილისში, პარლამენტთან აანონსებენ

ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა - ჰესის მოწინააღმდეგეებმა შკრებილებს ახალი გეგმა გააცნეს. მათი თქმით, რამდენიმე ჯგუფი ღამეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენებს, ხვალ კი რიონის ხეობაში გადაინაცვლებენ და კომპანიას მუშაობის უფლებას არ მისცემენ.

აქციის მონაწილეების თქმით,  დესტრუქციულ ქმედებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ტექნიკას გზას მშვიდობიანი ფორმებით გადაუკეტავენ.

თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან გაიმართება.

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი აქცია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. აქციას მოქალაქეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.

დღის ამბები