19 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მესამე დღე - ჯერ მხოლოდ 1447-მდე მედიკოსია აცრილი 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა გრძელდება, ბოლო მონაცემებით აცრილია 1447-მდე მედიკოსი, რაც ძალზე დაბალი მაჩვენებელია.

ეპიდემიოლოგები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით, ვაქცინაციის სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე რისკები და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 29 ცენტრი მოქმედებს, მასობრივი აცრების ეტაპზე გადასვლისთვის კი ქვეყანაში შესაბამისი 200-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მომავალი კვირისთვის ქვეყანაში უკვე Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან.

დღის ამბები