09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში უწყების კოორდინატორმა, თინა კეიდენაუმ, წარადგინა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მსოფლიოში ტერორისტული თავდასხმების რიცხვი შარშანდელთან შედარებით წელს სამჯერ გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 80 პროცენტითაა მომატებული.

ანგარიშში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სატრანზიტო ქვეყნად რჩება.

ანგარიშში მედიის ცნობებიცაა მოცემული, რომ ალ ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოს რიგებში 50–დან 100–მდე ქართველი იბრძვის, მათ შორის თარხან ბათირაშვილიც.

ანგარიშში ისიც წერია, რომ საქართველო ცდილობს, გააძლიეროს უსაფრთხოება საზღვრებზე, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის ნაკლებობა ამ პროცესს ართულებს.

 
დღის ამბები