09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
პუტინმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით შიდა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით შიდა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.

ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ განაცხადის შეტანის პროცესში რუსეთის პატიოსნად იბრძოდა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოძიებას რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენია.

პრეზიდენტმა საფრანგეთსა და ბელგიაში რუსეთის სახელმწიფო ქონების დაყადაღების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქციას არ სცნობს.

 
დღის ამბები