09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
უამინდობა შეერთებულ შტატებში - ტროპიკული შტორმის გამო არიან დაღუპულებიც

უამინდობა შეერთებულ შტატებში. ტროპიკულმა შტორმმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონები დააზარალა.

გადაუღებელმა წვიმებმა მისურის, ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებში მასშტაბური წყალდიდობები გამოიწვია. არის მსხვერპლიც.

გავრცელებული ცნობით, სტიქიის ზონაში გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილიც, რომელიც მოვარდნილმა წყალმა მამას გასტაცა ხელიდან.

მისურის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სინოპტიკოსების ცნობით, შტორმი ამ დროისთვის ჩრდილო–აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.

 
დღის ამბები