09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
პეტრო პოროშენკოსა და ჯონ მაკკეინის შეხვედრა კიევში

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, კიევში ამერიკელ სენატორებს უმასპინძლა.

აშშ-ის დელეგაციას ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დონბასში არსებული ვითარება გააცნო.

პოროშენკოს თქმით, მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თავის ახალ შეიარაღებას ცდის. თავის მხრივ, სენატორებმა რუსეთი სეპარატისტების მხარდაჭერასა და ყირიმის უკანონო ანექსიაში დაადანაშაულეს. 

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონ მაკკეინმა ოფიციალური კიევისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

 
დღის ამბები