14 სექტემბერი 2026,   19:52
ვრცლად
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპას მე-3 ტურში რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის ემზადება.

2021 წლის რაგბი ევროპის პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და თითოეული მატჩის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია.

ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ "ბორჯღალოსნები" თბილისში დაბრუნდნენ და რუსეთთან პრინციპული შეხვედრისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპას ორი ტურის თავზე 9 ქულით ლიდერობს, მას შემდეგ, რაც პორტუგალიასა და ესპანეთს აჯობა, ხოლო რუსეთის ნაკრებს 20 მარტს, 15:00 საათზე კალინინგრადში დაუპირისპირდება.

დღის ამბები