ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახი ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს ალერგიული კანი ჰქონდა და აცრა არ უნდა გაკეთებულიყო.
ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს.
"ახლა მზადდება ექსპერტიზის დასკვნა და ოჯახს უნდა ალტერნატიული ექსპერტიზა,"-აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ექთანი კოვიდის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.