09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები კულტურული ძეგლების განადგურებას განაგრძობენ

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქ პალმირას ანტიკური ნაწილი დანაღმეს.

ლონდონში ბაზირებული სირიის მონიტორინგის ცენტრის ცნობით, რადიკალებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ქალაქის არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევებთან დაამონტაჟეს. ჯერჯერობით უცნობია, ისლამისტები კულტურული ობიექტების განადგურებას გეგმავენ თუ მათი მიზანი სამთავრობო ძალების შეჩერებაა.

იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ პალმირას ისლამური სახელმწიფო უკვე თვეზე მეტია აკონტროლებს. 

 

დღის ამბები