უხვი ნალექის გამო, მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელში ხელოვნური, დროებითი კუნძული შექმნა.
კუნძულზე დარჩენილია 6 მწყემსი, თხები და საქონელი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი.
შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მიმდინარეობს დარჩენილთა უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.