23 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ვის ნაცვლად მოკლეს თავდამსხმელებმა 40 წლამდე მამაკაცი - სავარაუდო პირის ვინაობა "რუსთავი 2-მა" გაარკვია

კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

სამი პირიდან ერთ-ერთი დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილია. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სწორედ მისი მკვლელობა იყო განზრახული.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში ბადუაშვილი იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო დაკავებული, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, შეუცვალა და გაათავისუფლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მომხდარი მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება, რომელიც მალხაზ ბადუაშვილის წინააღმდეგ იყო განხზრახული, თუმცა თავდასხმას ბადუაშვილის თანამშრომელი ემსხვერპლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109 მუხლებით დაიწყო.

 ცნობისთვის, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი. 

დაჭრილები გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.

 

დღის ამბები