გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ჩუმლაყის მახლობლად 40 წლამდე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილია მანქანაში მსხდომი სამი პირი.
დაჭრილები გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.
"კურიერი" დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.