"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს. ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა და ის რუსთავის ქალთა დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებს.