19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ით ვაქცინაციის შემთხვევაში, კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა, კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ.

"Pfizer-ის შემთხვევაში, არის გარკვეული მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ფილერის შემთხვევაში, სიფრთხილით მოვეკიდოთ და ამაზე არის აქცენტი გაკეთებული. ასე, რომ კოსმეტიკური და პლასტიკური ჩარევის მქონე მოქალაქეებმა, კონსულტაცია წინასწარ უნდა გაიარონ, ვიდრე ვაქცინის არჩევის შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

 

 

 

დღის ამბები