ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ COVID ვაქცინებზე მუშაობა, დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს არ არის ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა.
ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"COVID ვაქცინებზე მუშაობა დაახლოებით 17-18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არ არის ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა, უბრალოდ ბოლო წელიწადში დაჩქარდა მასზე მუშაობა იმისა გამო, რომ ვაქცინის შექმნის აუცილებლობა დადგა და უფრო მეტი თანხები ჩაიდო ამაში.
ვაქცინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვხედავთ, მაგალითად ისრაელის მაგალითზე, რომ მცირდება ინფიცირების შემთხვევები, მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გარდაცვალების შემთხვევა. სწორედ ვაქცინა გვჭირდება ახლა ჩვენ, რომ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება,"- აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.