როდის შემსუბუქდება კომენდატის საათი - ამირან გამყრელიძე სავარაუდო დროს და პირობებს ასახელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში და აპრილში, მაისში ძალიან კარგი იმედით შევალთ. ხოლო, მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში, იგივე "კომენდანტის საათის" გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ.
მისივე თქმით, შემსუბუქდება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, ეს ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
"ზოგადად, ე,წ კომენდანტის საათი არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე.
ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში, აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე „კომენდანტის საათის“ გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ," - განაცხადა გამყრელიძემ.