19 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
ამის ფუფუნება არ გვაქვს - მინისტრის თქმით, კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ამის არც საფუძველი და არც ფუფუნება არ არის. 

"კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.

დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები