09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
კიევში რუსული „სბერბანკის“ ორ ფილიალთან აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა

კიევში რუსული „სბერბანკის“ ორ ფილიალთან აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ერთერთ ფილიალთან მომხდარი აფეთქების ვიდეო გავრცელდა. სათვალთვალო კამერის კადრებში ჩანს, როგორ დებს უცნობი გაურკვეველ ნივთს შენობასთან და ადგილს შორდება. რამდენიმე წამში ხდება აფეთქება.

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 
დღის ამბები