09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
თავდასხმა ქაბულში პარლამენტის შენობაზე-თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო

თავდასხმა ქაბულში პარლამენტის შენობაზე. დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილზე სროლის ხმაც ისმის. შეიარაღებული პირები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობენ. თავდასხმის დროს საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ქვეყნის ახალი თავდაცვის მინისტრი უნდა დაემტკიცებინათ. შენობიდან დეპუტატებისა და ჟურნალისტების ევაკუაცია მიმდინარეობს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "თალიბანმა" აიღო.

 

დღის ამბები