09 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ბრიტანეთში ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში 40 დამსვენებელი გადაიყვანეს

დიდ ბრიტანეთში ქიმიური ნივთიერების გაჟონვის ფაქტს იძიებენ. შემთხვევა იარმუტის დასასვენებელ პარკში მოხდა.

ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოებში 40 დამსვენებელი გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მომწამვლელი აირი საცურაო აუზის წყალს შეერია. მოწამლული პაციენტები ახლოს მდებარე კლინიკებში მაშველებმა გადაიყვანეს.

თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ იყო და რამდენიმე საათში ყველა გაწერეს.

 

დღის ამბები