07 მაისი 2024,   14:27
ვრცლად
"თეატრი ათონელზე" საპრემიერო სამზადისშია

"თეატრი ათონელზე" საპრემიერო სამზადისშია. მიხეილ ჩარკვიანი ძალიან საინტერესო და გამორჩეულ სამსახიობო დასთან ერთად "პელიკანს" დგამს.

ტრაგედია "პელიკანი", აუგუსტ სტრინდბერგის პიესა, ცოდვიანი სახლის გარდაუვალ განადგურებაზე მოგვითხრობს.

პელიკანზე, რომელიც ლეგენდის თანახმად, საკუთარი შვილების გულისთვის თავს წირავს და მათ საკუთარი გულის სისხლით კვებავს.

პიესაზე მუშაობა რეჟისორმა 1 წლის წინ დაიწყო, პანდემიის გამო რამდენჯერმე შეიცვალა სამუშაო ვადებიც და საპრემიერო დღეებიც, მაგრამ ახლა უკვე დაზუსტებით შეგვიძლია 3 აპრილს, "თეატრში ათონელზე", "პელიკანის" პრემიერა მოვინიშნოთ.

დღის ამბები