09 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
შეერთებული შტატები და ნატო რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადებიან

შეერთებული შტატები და ნატო რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. მოკავშირეები ვარაუდობენ, რომ უთანხმოება ოფიციალურ მოსკოვთან ვლადიმერ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტორნ კარტერმა ევროპაში გამგზავრებამდე გააკეთა.

შეერთებულ შტატების თავდაცვის მინისტრი გერმანიასა და ესტონეთში ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელზეც უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, რუსეთის ბირთვულ სტრატეგიასაც განიხილავენ.

დღის ამბები