09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ბერლინში ფილმ "ტერმინატორის" ახალი სერიის ევროპული პრემიერა გაიმართა

ბერლინში ფილმ "ტერმინატორის" ახალი სერიის ევროპული პრემიერა გაიმართა. ჩვენებისთვის გერმანიაში ჩავიდა სურათის ერთერთი მთავარი გმირი, მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი.

წითელ ხალიჩაზე შეკრებილი თაყვანისმცემლები მას განსაკუთრებული ოვაციით შეხვდნენ. 67 წლის შვარცენეგერმა, 30 წლის წინ გადაღებული პირველი სერიის მსგავსად, ახალ სურათშიც ტერმინატორის როლი შეასრულა.

დღის ამბები