09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში 31 იანვრამდე დარჩება

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ძალაში 31 იანვრამდე დარჩება. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრაზე მიიღეს. შეზღუდვები რუსეთს უკრაინაში კონფლიქტის ხელშეწყობისა და ყირიმის ანექსიის გამო დაუწესეს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, სანქციების გახანგრძლივება მიზნად ისახავს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად რეალიზაციას.

ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, ევროკავშირის ამ ნაბიჯს რუსეთი რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

დღის ამბები