09 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
დიეგო მარადონა ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებს

დიეგო მარადონა ფიფას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძოლებს. ამის შესახებ ურგუგვაელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომელიც ირწმუნება, რომ საკუთარი გეგმების შესახებ მას პირადად მარადონა ელაპარაკა და ინფორმაციის გავრცელებაც დაავალა.

არგენტინის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ყოველთვის იოზებ ბლატერის კრიტიკით გამოირჩეოდა. ფიფა-ს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ მარადონამ ისიც კი განაცხადა, რომ კორუფციული სკანდალი ბლატერისთვის ერთგვარი გართობა იყო.

ფიფა-ს ახალ პრეზიდენტს დეკემბერში აირჩევენ. ცნობილია, რომ მარადონას გარდა, ამ პოსტის დასაკავებლად კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი ზიკო იბრძოლებს.

 
დღის ამბები