09 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
„აშშ და მოკავშირეები არ დაუშვებენ, რომ კრემლმა ისინი წარსულში დააბრუნოს“, - ეშტონ კარტერი

„შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ დაუშვებენ, რომ კრემლმა ისინი წარსულში დააბრუნოს“, - განცხადება ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ბერლინში ვიზიტის დროს გააკეთა.

ეშტონ კარტერის თქმით, რუსეთი ცდილობს გავლენის სფეროები აღადგინოს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დასავლეთს მოსკოვთან ცივი ომი არ სურს, მაგრამ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის გადაწყვეტილება კრემლმა უნდა მიიღოს.

ეშტონ კარტერი ევროპაში ერთ კვირიანი ვიზიტით იმყოფება. გერმანიის შემდეგ ის ესტონეთსა და ბელგიას ეწვევა, სადაც ნატოს მინისტერიალზე რუსეთის ბირთვულ სტრატეგიას განიხილავენ.

დღის ამბები