06 სექტემბერი 2026,   12:24
ვრცლად
გვემუქრება თუ არა მესამე ტალღა - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ. სპეციალისტები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში რეინფიცირებისა და ე.წ. ბრიტანული შტამის შემთხვევები მატულობს.

ვაქცინაცია, მასობრივი თავშეყრისგან თავის არიდება, ნიღბის სწორად ტარება და ორმეტრიანი დისტანციის მაქსიმალურად დაცვა - ეს ის რეკომენდაციებია, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, მესამე ტალღის დამაზიანებელი ეფექტი ქვეყნისთვის მძიმე არ იქნება. 

საქართველოში კორონავირუსის განმეორებითი შემთხვევა 3 პირს ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული, საეჭვო 140 ფაქტს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სწავლობს. ამ დროისთვის გამოვლენილია ბრიტანული შტამის 71 შემთხვევა.

დღის ამბები