09 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"დღეს არ ვიმყოფებით ცივი ომის მდგომარეობაში რუსეთთან, მაგრამ ის არც ნატოს პარტნიორია," – სტოლტენბერგი

"ალიანსი მზარდ გამოწვევებზე რეაგირებისთვის გაძლიერებას საჭიროებს" – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე ორი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბრიფინგის დიდი ნაწილი უკრაინის კრიზისსა და რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარს დაეთმო.

იენს სტოლტენბერგი კვლავ გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს ბირთვული არსენალის გაზრდის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მსოფლიოს სტაბილურობას ვერ მოუტანს.

"დღეს არ ვიმყოფებით ცივი ომის მდგომარეობაში რუსეთთან, მაგრამ ის არც ნატოს პარტნიორია," – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

დღის ამბები