09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ერევანში ანტისახელისუფლებო მიტინგი დაიწყო

ერევანში ანტისახელისუფლებო მიტინგი დაიწყო. ამ წუთებში გადაკეტილია ერევანში ბაგრამიანის გამზირი, სადაც უკვე სამი საათია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მჯდომარე პიკეტი დაიწყეს. აქციის მონაწილეები ელექტროენერგიაზე ფასების ზრდას აპროტესტებენ.

"აქციას ქალაქების გიუმრისა და სევანის მოსახლეობაც შეუერთდა"-იუწყებიან ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს მოსთხოვეს დატოვონ ტერიტორია რადგან მათი თქმით ისინი მოქმედებაზე გადასვლას აპირებენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართულებით გადაადგილდნენ, თუმცა დარბევა არ დაუწყიათ.

ამის შესახებ სააგენტო NEW.AM წერს.                                      

ამავე სააგენტოს ცნობით ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, მათ შორის არის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მოედანზე ინტერვიუს მისაცემად არ მისულა.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „არა ძარცვას“ ორგანიზებით მოეწყო.

 
დღის ამბები