09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
არეულობა სომხეთის დედაქალაქში-პოლიციამ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალა

სომხეთის დედაქალაქში არეულობაა. გამთენიისას ერევანში პოლიციამ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები წყლის ჭავლის მეშვეობით დაშალა. დაკავებულია ათობით ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.

ათასობით მოქალაქემ დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის გამო გადაკეტა, რასაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც დაემატა. ღამით დემონსტრანტები რამდენჯერმე გააფრთხილეს და მათ აქციის შეწყვეტა ურჩიეს.

დარბევა რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ერევანში დემონსტრაციას ქალაქი გიუმრი და სევანის მოსახლეობაც შეუერთდა.

ამჟამად ტერიტორიას პრეზინდეტის სასახლის წინ ასუფთავებენ, თუმცა აქციის მონაწილეები საღამოს შეკრებას ისევ აპირებენ. ერევანში იმყოფება „კურიერის“ გადამღები ჯგუფი. 

 
დღის ამბები