09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ერევანში საპროტესტო აქცია დაშლილია-პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია დასრულებულია - ბაგრამიანის პროსპექტი, რომელიც ყველაზე ცხელი წერტილი იყო მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

აქციის დაშლა დაახლოებით დილის 4 საათზე დაიწყო. სპეცტექნიკით აღჭურვილმა პოლიციელებმა და სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, წყლის ჭავლის საშუალებით ხალხის დაშლა დაიწყეს.

როგორც „კურიერის“ ჟურნალისტს მიაწოდეს ინფორმაცია, რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული, ხოლო 50 ადამიანზე მეტი ერევნის პოლიციამ დააკავა და გადაიყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორებში.

სომხეთის დედაქალაქში, გამთენიისას, პოლიციამ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები ჯერ წყლის ჭავლით, ხოლო შემდეგ კი რეზინის ხელკეტების მეშვეობით დაშალა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები