19 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ - თამარ გაბუნიას თქმით, გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სააღდგომოდ ლოკდაუნი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრების გეგმა შემუშავებული არ არის. 

"რაიმე კონკრეტული შეზღუდვის გეგმა აღდგომის დღესასწაულისთვის მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად დღეს არ არის.

მიდის საუბარი ზოგად ღონისძიებებზე. გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა, რადგან აღდგომის დღესასწაულამდე რჩება რამდენიმე კვირა იმისათვის, რომ ვნახოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორი იქნება.

ძალაში რჩება ის ზოგადი წესები, რომელიც არის მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე, ეკლესიებში ხალხმრავლობის შემცირებისთვის და გარე სივრცის გამოყენების კუთხით. მეტ კონკრეტიკას შემოგთავაზებთ ცოტა მოგვიანებით,"- აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები