09 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
დაშავებულები და დაკავებულები ერევანში - ახლობლებს და ადვოკატებს მათთან არ უშვებენ

ერევანში საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ სიმშვიდეა. მიტინგის დაშლის დროს პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დღეს დილით, აქციის დაშლის დროს დაშავდა უამრავი ადამიანი. სომხური მედიის მონაცემებით, დაშავებულთაგან 10 ძალიან მძიმედ არის, მათი მონახულების უფლებას კი ახლობლებს არ აძლევენ.

დაკავებულები წინასწარი დაკავების სხვდასხვა იზოლატორში გადაიყვანეს და მათთან არ უშვებენ ადვოკატებს.

ქალაქის ზოგიერთ მონაკვეთში გაძლიერებულია პოლიციის, ასევე შეინიშნება რამდენიმე სპეცრაზმის მანქანა, როლებიც მუდმივად გადაადგილდებიან ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

არეულობა ერევნის ცენტრალურ მოედანზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა 4 დღიანი მშვიდობიანი აქციის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლეს.

ბაგრამიანის მოედანზე ხალხთან მოსალაპარაკებლად ერევნის პოლიციის უფროსი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს აქციის გაგრძელება ოპერის შენობასთან შესთავაზა და პრეზიდენტის წინადადება გააცნო. სერჟ სარქისიანი მზად იყო აქტივისტების ლიდერები რეზიდენციაში მიეღო და მათი მოთხოვნები პირადად მოესმინა, თუმცა ხალხისთვის პრეზიდენტის წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა.

სამართალდამცველებმა აქციის დაშლისას 230–ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათი ნაწილი ოქმების შედგენის შემდეგ უკვე გათავისუფლებულია.

სომხური მედიის ინფომრაციით, დღეს საღამოს 6 საათზე, ამჯერად უკვე თავისუფლების მოედანზე, კვლავ აპირებს მოსახლეობა როგორც დენის გაძვირებული ტარიფის, ასევე სომხეთის პრეზიდენტის პოლიტიკის გაპროტესტებას.

ერევანში, გამთენიისას პოლიციამ ქუჩაში გამოსული მომიტინგეები ჯერ წყლის ჭავლის, შემდეგ კი რეზინის ხელკეტებით დაშალა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები