09 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით სომხეთში აქცია განახლდა

ერევანში მომხდარი არეულობის შემდეგ ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე დღეს ხალხი ისევ შეიკრიბა.

დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად იმ 237 ადამიანის გათავისუფლებასაც მოითხოვენ, რომლებიც პოლიციამ აქციის დროს დააკავა.

რაც შეეხება უკვე დარბეულ აქციას, შედეგები მძიმეა. დაშავებულია 30-მდე ადამიანი, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულია 200-ზე მეტი მოქალაქე, მათ ნაწილთან ადვოკატებს არ უშვებენ. 

ხელისუფლების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ,  მშვიდი აქცია გამართონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ დაშლაზე საუბრობენ.

რა ხდება ერევნის ქუჩებში და რას გეგმავენ აქციის ორანიზატორები, 21:00  საათზე კურიერში ბოლო ინფორმაციით დავით კაკულია ერევნიდან

 
ამავე თემაზე
დღის ამბები