09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ერევანში მოსახლეობა დაშლას არ აპირებს - აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია

ისევ რჩებიან მომიტინგეები ბაგრამიანის პროსპექტზე. 12 საათზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქცია ერევნის ცენტრში. აქციის მონაწილეებმა მთელი ღამე გაათენეს. ადგილზე იმყოფება სპეც რაზმიც. თუმცა, მცირე ინციდენტების მიუხედავად, ღამემ ერევანში მშვიდად ჩაიარა. 

ღამე მომიტინგეებთან მივიდნენ პოლიტიკოსებიც და შოუბიზნესის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ არ გამოიყენოს ძალა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა - დენის ტარიფის დაწევა, კვლავ ძალაში ხდება. 

 
დღის ამბები