09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ვიკილიქსის" ახალი სკანდალური დოკუმენტები - საფრანგეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის შესაძლო მიზეზი

"ვიკილიქსის" ახალი სკანდალური დოკუმენტები შესაძლოა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

საუბარია მასალებზე, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები 2006 წლიდან საფრანგეთში 3 პრეზიდენტზე ახორციელებდა ჯაშუშურ მოსმენებს.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე პრეზიდენტმა ოლანდმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

„ვიკილიქსის“ ინფორმაციით, წლების განმავლობაში შეერთებული შტატები ჟაკ შირაკის, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდის სატელეფონო საუბრებსაც უსმენდა.

 

 

 
დღის ამბები