09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ყირგიზეთშიც

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც. დემონსტრანტები ქვეყნის პარლამენტთან არიან შეკრებილი და საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ.

მიტინგში 500-მდე ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც  დეპუტატებს მოუწოდებენ არ დაუშვან ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლა.

საკანონმდებლო ცვლილებები ყირგიზეთში უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის შეცვლას ითვალიწსინებს. ახალი ინიციატივის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. ასევე იცვლება საკონსტიტუციო პალატის სტატუსიც და იგეგმება მისი გამოყოფა სასამართლო ორგანოების შემადგენლობიდან.

ოპონენტების აზრით ეს ცვლილებები დემოკრატიას ეწინააღმდეგება. 

დღის ამბები