09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საკითხზე დებატები დაიწყო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის საკითხზე დებატები დაიწყო. დღეს გადაწყდება აღუდგება რუსეთს ხმის უფლება, თუ მის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები გატარდება. უკრაინის დელეგაციას სურს, რომ ევროსაბჭოდან რუსეთი გარიცხონ, თუმცა რეზოლუციაში ეს საკითხი ამ ეტაპზე არ ჩაიწერა. დებატების პირველი ეტაპი დასრულებულია. კენჭისყრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

 „კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დებატები საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა. მემარცხენე პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომაზე გამოვიდნენ, განაცხადეს, რომ სანქციებს მხარს არ დაუჭერენ. ისინი მომხრე არიან, რომ პლენარულ სხდომას რუსეთის დელეგაცია დაესწროს, რადგან, მათი თქმით, ამ შემთხვევაში, დიალოგი სრულფასოვანი იქნება.

რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიას და „ალდეს“, ისინი სხვაგვარად ფიქრობენ და მხარს უჭერენ სანქციების გამკაცრებას.

პლენარულ სხდომაზე საქართველოს და უკრაინის დელეგაციის წევრებიც გამოვიდნენ. მათ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. დღეს გაირკვევა შეძლებს თუ არა ქართული დელეგაცია დაამატოს რეზოლუციაში ის შესწორება, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ასევე იმყოფება რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი. ის დეპუტატებს წარუდგენს მოხსენებას „პუტინი - ომი“, რომელზე მუშაობაც თავდაპირველად გარდაცვლილმა რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა დაიწყო. 

დღის ამბები