09 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ერევანი მორიგი მასშტაბური აქციის მოლოდინშია

ერევანი მორიგი მასშტაბური აქციის მოლოდინშია. დემონსტრანტები, რომლებმაც პრეზიდენტს ტარიფების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების გასაუქმებლად დრო შუადღემდე მისცეს, მორიგი მრავალათასიანი აქციის ჩატარებას გეგმავენ.

პრეზიდენტი აქციის ორგანიზატორებს რეზიდენციაში იბარებს, თუმცა მომიტინგეები სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ. ბაგრამიანის მოედანზე მომიტინგეთა ნაწილი ისევ დგას და ბარიკადების აღებაზე უარს აცხადებს.

პოლიციამ გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ გზის გახსნის მიზნით სამართალდამცველები ამ ეტაპზე არაფერს არ მოიმოქმედებენ. პირობა ძალოვანებმა გვიან ღამითაც შეასრულეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ.

აქცია მთელი ღამის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა

 
ამავე თემაზე
დღის ამბები