რამდენიმე წუთის წინ ისტორიული შეთანხმება შედგა - ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერა.
დოკუმენტზე ხელმომწერები არიან : "გირჩი, "გირჩი მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები", "ლელო", "რესბუბლიკელები", "ქართული ოცნება" და ინდივიდუალურად - დავით ბაქრაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება "ნაცმოძრაობა“ და "ევროპული საქართველო“