19 დეკემბერი 2024,   08:54
ვრცლად
"ცილისმწამებელი ხარ, ყარხარ, დაიბანე..." - მიტროპოლიტმა სტეფანემ დაპირისპირების განმუხტვა კვლავ გალობით სცადა

დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტის გალობის ფონზე - დღეს ვითარება ისევ დაიძაბა. სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მივიდა, სადაც მას განყენებული წინამძღვარი, მრევლი და დაკეტილი კარი დახვდა.

ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის უფლება არ მისცეს. სიტყვიერი დაპირისპირება მიტროპოლიტსა და დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა. რა დროსაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, რომელსაც განმარტებებს სთხოვდნენ, სასულიერო პირებს ისევ გალობით პასუხობდა.

"აღდგომასაც ასე ჩაატარებ... თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა, აღმსარებლის გამცემი და ცილისმწამებელი, რა გაცინებს რა?!... ნუ ყარხარ, დაიბანე" - მიმართა სასულიერო პირმა მიტროპოლიტ სტეფანეს.

თავის მხრივ კი მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირს გადაყენებით დაემუქრა.

"შენს სისულელეებზე პასუხის გაცემის არანაირი სურვილი არ მაქვს. დაწყნარდით, ნუ იდორბლები... თუ ასე გააგრძელებ, გადაგაყენებ... გადაყენებული ხარ ამ წუთიდან", - აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

"შენი გადაყენებული შენ გქონდეს" - უპასუხა სასულიერო პირმა.

დღის ამბები